ლეგიონერები

 2019/19/07 01:08

ლეგიონერები
ლეგიონერების გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროსარბიელის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლეგიონერების ხუთმა გუნდმა იასპარეზა, საიდანაც უმრავლესობა შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ლაშა დვალმა იასპარეზა და მისმა ფერენცვაროშმა ლუდოგორეცი გამოაგდო.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაკო გვილიასა და გიორგი მჭედლიშვილის გუნდები იასპარეზებენ. გვილიას ლეგიამ გიბრალტარული ევროპა ორი მატჩის ჯამში, 3:0 დაამარცხა. ჩვენებურმა ორივე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მჭედლიშვილის ვენტსპილსმა ალბანური ტეუტას ბარიერი დაძლია. ლატვიელებმა შინ 3:0 იმარჯვეს და სტუმრად 0:1-ის წაგების მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ქართველმა მცველმა ორივე შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. 

აკაკი ხუბუტიას ვიტებსკი კუოპიონთან დამარცხდა. ფინეთში 0:2-ით მარცხის შემდეგ, საკუთარ კედლებში 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ 53-ე წუთზე დიალომ ანგარიში გაათანაბრა. ხუბუტიამ პირველ მატჩში ბოლომდე ითამაშა, ხოლო მეორეში ჯერ მე-60 წუთზე ბარათი მიიღო, ხოლო 4 წუთში მოედნიდან გაიყვანეს. ასპარეზობას ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის ტობოლიც გამოეთიშა. სტუმრად ნულოვანი ფრის შემდეგ, შინ 1:1 ითამაშეს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალის გუნდი ვალეტას დაუპირისპირდება. ლეგია კუოპიონს, ხოლო ვენტსპილსი გზირას შეხვდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები