NBA

 2018/22/05 12:23

NBA
ლებრონმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში, კლივლენდ კავალიერსმა ბოსტონ სელტიკსი მიიღო. გასულ სამ შეხვედრაში, გუნდებმა საკუთარი მოედნის უპირატესობა გამოიყენეს. ამჯერადაც, კავალიერსმა საკუთარ არენაზე იმარჯვა (111:102) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

თამაში თანაბრად დაიწყო, მაგრამ შუაწელს, კავალიერსმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და ადრეულ სტადიაზევე სცადა საქმის ბოლომდე მიყვანა. სელტიკსს ჩავარდნა ჰქონდა, რაც 16-ქულიანი ჩამორჩენის ფასად დაუჯდა – 18:34. მეორე მეოთხედი უხვქულიანი გამოდგა. გუნდებმა ჯამში, 69 ქულა ჩააგდეს, მაგრამ მასპინძელთა უპირატესობას საფრთხე არ დამუქრებია. ისინი წყნარად აგრძელებდნენ ჰანდიკაპის დაცვას. საბოლოოდ, ტაიმის მიწურულს, 15 ქულას იგებდნენ – 68:53.

დიდი შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. თამაში მსგავსი სცენარით წარიმართა. უბრალოდ, სელტიკსი მცირედით ახერხებდა მეტოქესთან დაწევას. მესამე მეოთხედი ორი ქულით მოიგეს და 13 ქულამდე შემცირდა სხვაობა – 76:89. ფაქტია, კლივლენდთან ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია. მაგრამ სტუმრები საამისოდ ყველაფერს აკეთებდნენ. მათი მაქსიმუმი კი, სხვაობის 6 ქულამდე შემცირება იყო. მეტი ვეღარაფერი შეძლეს და კავალიერსმა მშვიდად იმარჯვა – 111:102.

მასპინძლებს კვლავ ლებრონმა ულიდერა – 44 ქულა. კაილ კორვერის ანაგრიშზე 14 ქულაა. 13-13 კი ჰილმა და ტომპსონმა ჩააგდეს. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა.

სელტიკსის მხრიდან, ჯეილინ ბრაუნი გამოირჩა – 25 ქულა. 17 ჰქონდა ჯეისონ ტატუმს. ტერი როზიემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 მოხსნა.

მორიგი შეხვედრა 24 მაისს, 04:30 საათზე დაიწყება.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები