ეროვნული ნაკრები

 2018/16/05 14:51

ეროვნული ნაკრები
ლატვიელებს ქართველებისთვის ნაცნობი პაატელაინენი გაწვრთნის
ავტორი
ირაკლი გოგავა

ლატვიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ფინელი მიქსუ პაატელაინენი.

ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ბალტიისპირეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა ერთა ლიგაში. გარდა ამისა, ფინელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებისთვის არცთუ სასურველი ნაცნობია.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პაატელაინენი ფინეთის ნაკრებს წვრთნიდა და ჩვენს გუნდთან ერთად იყო ჯგუფში. პირველი მატჩი 2012 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა ჰელსინკიში და ფრედ, – 1:1 (კაშია, ჰამალაინენი) ვითამაშეთ. საპასუხო მატჩში კი, 2013 წლის 10 სექტემბერს, თბილისში – 0:1 (ერიომენკო) დავმარცხდით და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი დავკარგეთ.

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, პაატელაინენს მომავალ კვირაში წარადგენენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები