ძალოსნობა

 2019/13/04 18:16

ძალოსნობა
ლაშა ტალახაძემ თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ლაშა ტალახაძე ატაცში პირველივე მოძრაობით გახდა ევროპის ჩემპიონი. მეორე ცდაზე კი, მან თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა  და 218 კგ, ზედმეტი პრობლემების გარეშე აიტაცა. მესამე ცდაზე კი, ჩვენმა სპორტსმენმა გამოსვლა აღარ გარისკა და პირველი დისციპლინა 218 კგ-თი დაასრულა. 

რაც შეეხება მეორე ქართველ სპორტსმენს ირაკლი თურმანიძეს, მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯერ 195, შემდეგ 201, ბოლოს კი, 2006 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მესამე ადგილი სომეხ გორ მინასიანს ერგო - 200 კგ. 

 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები