ბერძნულ-რომაული

 2019/17/09 12:19

ბერძნულ-რომაული
ლაშა გობაძე: ვეცდები, ოლიმპიურ წონაშიც მოვსინჯო ძალები
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იდეალურად ასპარეზობს. 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) გახდნენ. 

ჩემპიონობის შემდეგ, ლაშას ნურსულთანში დავუკავშირდით. გთავაზობთ მის კომენტარს. 

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ამხელა სიხარული მოვუტანე. მსოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ რთულია ბრძოლა, მაგრამ მაინც ფინალურ შეხვედრას გამოვყოფ. ჰუსეინოვმა კარგად იბრძოლა, მაგრამ საბედნიეროდ, მაინც შევძელი ტიტულის მოგება. 

სამომავლოდ, ვფიქრობ, უკვე ოლიმპიურ წონაში მოვსინჯო საკუთარი ძალები და ოლიმპიადაზეც გავახარო ქართველი გულშემატკივარი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები