სხვადასხვა

 2019/09/09 22:31

სხვადასხვა
ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდები
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მანჩესტერ სიტის შემადგენლობის მთლიანმა ფასმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა. იმის მიუხედავად, რომ მათი სარეკორდო შენაძენი 70 მილიონი დაჯდა, სხვადასხვა პოზიციის გასაძლიერებლად ბევრ თანხას ხარჯავენ.

CIES Football Observatory-ს გავრცელებული სტატისტიკით, სიტი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც კლუბის დაკომპლექტებისთვის მილიარდზე მეტი დახარჯა. მათზე ყველაზე ახლოს პარი სენ-ჟერმენი და მადრიდის რეალი არიან. 

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: მანჩესტერ სიტი (1,014 მილიონი ევრო), პარი სენ-ჟერმენი (913 მილიონი), მადრიდის რეალი (902 მილიონი), მანჩესტერ იუნაიტედი (751 მილიონი), იუვენტუსი (719 მილიონი), ბარსელონა (697 მილიონი), ლივერპული (639 მილიონი), ჩელსი (561 მილიონი), ატლეტიკო (550 მილიონი), არსენალი  (498 მილიონი).

აქვე აღსანიშნავია, რომ რეალის შემადგენლობა მალიორკასთან შედარებით, 148-ჯერ ძვირია. საფრანგეთში პსჟ ნიმს 114-ჯერ უსწრებს. თავის მხრივ, ბუნდესლიგაში ბაიერნის შემადგენლობა პადერბონისაზე 85-ჯერ ძვირია. იუვენტუსის ლეჩესთან შედარებით, 63-ჯერ მეტია, ხოლო ინგლისში სიტის შემადგენლობა ნორვიჩისას 32-ჯერ აღემატება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები