ლეგიონერები

 2019/04/07 15:31

ლეგიონერები
ყველაფერი გაირკვა. ქართველი მორაგბეები რუსეთში რჩებიან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ყველაფერი გაირკვა. ქართველი მორაგბეები რუსეთში რჩებიან და კლუბ სლავას რიგებში ისევ ითამაშებენ. აღნიშნულ ინფორმაციას თავად მორაგბე, რეზი ბროძელი, საკუთარ facebook-ის გვერდზე აქვეყნებს. 

მისი თქმით, უკვე შედგა მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს შორის და პრობლემა მოგვარებულია. 

შეგახსენებთ, რუსული სარაგბო კლუბ სლავას ქართველმა მორაგბეებმა, რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ, მეტოქის ჩათვლის მოედანში დადებული ლელო თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს, რითაც 21 ივნისის აქციაზე დაშავებულ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

 

                                                                                 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები