ევროტურნირები

 2019/28/08 16:47

ევროტურნირები
ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე უნდა ვიცოდეთ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს, რომლებიც 8 ჯგუფში გადანაწილდებიან.

წილისყრაში მონაწილეობას შემდეგი გუნდები მიიღებენ: ლივერპული, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, ბარსელონა, მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო, ვალენსია, იუვენტუსი, ნაპოლი, ინტერი, ატალანტა, ბაიერნი, დორტმუნდი, ლევერკუზენი, ლაიფციგი, პარი სენ-ჟერმენი, ლიონი, ლილი, ზენიტი, მოსკოვის ლოკომოტივი, ბენფიკა, შახტარი, გენკი, გალათასარაი, ზალცბურგი, ცრვენა ზვეზდა, დინამო ზაგრები, ოლიმპიაკოსი.

დარჩენილი სამი გუნდის ვინაობა დღეს, ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გამოვლინდება. აიაქსი აპოელს შეხვდება, ბრიუგე ლინცს, ხოლო სლავია პრაღა კლუჟს. ბელგიელებმა და ჩეხებმა სტუმრად 1:0 იმარჯვეს, ხოლო კვიპროსში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

გუნდები ოთხ კალათაში გადანაწილდებიან, რაც მათ მიერ უკანასკნელ 5 წელიწადში გამომუშავებულ ქულებზე და ამ პერიოდში მათი ფედერაციების მიერ მოპოვებულ კოეფიციენტებზეა დამოკიდებული. პირველი კალათა ყველაზე ადრე დაკომპლექტდა, სადაც ჩემპიონთა და ევროპა ლიგის, ასევე საუკეთესო კოეფიციენტების მქონე ჩემპიონატების ჩემპიონები მოხვდნენ – ლივერპული, სიტი, ჩელსი, იუვენტუსი, ბაიერნი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი და ზენიტი. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები