გერმანია

 2019/08/08 02:07

გერმანია
კურიოზი – ჰამბურგის ფეხბურთელმა სახელი, გვარი და ასაკი გააყალბა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჰამბურგის ნახევარმცველმა, Bakery Jatta-მ, გერმანიაში მოსახვედრად, 2015 წელს პირადი მონაცემები გააყალბა. გამბიელმა როგორც მისი სახელი და გვარი, ასევე ასაკიც მოიტყუა, რათა გერმანული კანონით ესარგებლა, რაც ახალგაზრდა ემიგრანტებს ეხმარება. 

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, მისი ნამდვილი სახელი და გვარი Bakary Daffeh არის. ამასთან, არათუ 1998 წლის 6 ივნისს, არამედ 1995 წლის 6 ნოემბერს დაიბადა.

როდესაც გერმანულ კლუბში გადავიდა, მორიგი ტყუილი თქვა, რომ მის ქვეყანაში მაღალი დონის გუნდში არ უთამაშია, მაგრამ ამავე გამოცემის თქმით, ბრიკამა იუნაიტედის შემადგენლობაში ასპარეზობდა. ამასთან, 2014 წელს ნიგერიისა და სენეგალის სხვადასხვა გუნდში იყო განათხოვრებული და თავის დროზე, გამბიის 20-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები