სხვადასხვა

 2019/26/03 15:44

სხვადასხვა
კუდოში აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონატი კუდოში (იაპონური საბრძოლო ხელოვნება). ტურნირში მონაწილეობდნენ კუდოისტები თბილისის სხვადასხვა კლუბიდან და ახალციხელი სპორტსმენები ახლადჩამოყალიბებული კუდოს კლუბ სპარტადან.

აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა ცამეტ საშეჯიბრო კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატში ასპარეზობდნენ კუდოისტები 6 წლის ასაკიდან. გამარჯვებულები ასაკისა და საშეჯიბრო კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ. აღსანიშნავია, რომ კუდოს მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ტურნირზე დაფიქსირებული მაღალი აქტივობით დადასტურდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები