ესპანეთი

 2019/21/08 19:58

ესპანეთი
კუბო რეალის დატოვებასთან ახლოსაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

La Sexta-ს ცნობით, რეალის ვუნდერკინდი, ტაკეფუსა კუბო, კლუბს განათხოვრების წესით დატოვებს და ახლადაღზევებულ მალიორკაში ითამაშებს, რომელმაც ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ვალიადოლიდს აჯობა.

18 წლის ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს და ეროვნულ გუნდში 4 შეხვედრაც ჩაატარა. მისთვის კლუბის შეცვლა გამოცდილების მომატების გარანტია. მას მალიორკაში ძირითადში თამაშის შესაძლებლობა ექნება და ძალებს ლა ლიგაშიც მოსინჯავს.

მოგეხსენებათ, მადრიდელებმა იაპონელი ტალანტი ტოკიოდან შეიძინეს და წინასასეზონოდ მთავარ გუნდათნ ერთადაც იყო, მაგრამ ახალი სეზონი რეალის მეორე გუნდთან ერთად დაიწყო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები