სუპერ რაგბი

 2018/05/08 20:02

სუპერ რაგბი
კრუსეიდერსის მწვრთნელის საჩემპიონო ცეკვა [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

4 აგვისტოს, კრუსეიდერსი, ზედიზედ მეორედ, სუპერ რაგბის გამარჯვებული გახდა. ფინალში მათ ლაიონსი 37:18 დაამარცხეს.

ახალ ზელანდიურმა გუნდმა პირველი ტაიმი 20:6 მოიგო. მათ ორი გარდასახული ლელო და ამდენივე ჯარიმა ჰქონდათ.

მეორე ტაიმში ლაიონსმა ვერაფერი გააწყო. ორი დადებული ლელოს მიუხედავად, მეორე ნახევარიც კრუსეიდერსის გამარჯვებით (17:12) დასრულდა.

მატჩის შემდეგ, გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა, 43 წლის სკოტ რობერტსონმა, გამარჯვება ბრეიქდანსის ცეკვით აღნიშნა. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები