იტალია

 2018/23/05 02:32

იტალია
კრიზისი მილანში, უეფა ევროპა ლიგიდან მოკვეთით იმუქრება
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

უეფას ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი მილანი, შესაძლოა, ევროპა ლიგიდან მოიკვეთოს. წყაროს ცნობით, ლომბარდიულ გრანდს შიდა სამზარეულოში, მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოუჩინეს. 

როგორც ირკვევა, უეფას ფინანსური კონტროლის სამსახურმა არ მიიღო „სან სიროს“ ბინადრების მიერ წარდგენილი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები. გავრცელებული ცნობებით, გაურკვეველია, სესხებისა და გადასახადების ბედიც. გეტყვით, რომ „შავ-წითლების“ ბოსებმა ამერიკული ფონდისგან 380 მილიონი ევრო ისესხეს, რომელიც ოქტომბერშია დასაფარი. 

აღსანიშნავია, რომ თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, უეფა კლუბს სატრანსფერო ბანს დაადებს და ვეროსარბიელიდანაც მოკვეთს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები