იტალია

 2019/29/07 20:19

იტალია
კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კრიშტიანუ რონალდუს ჯილდოები დაუსრულებელია. ამის გათვალისწინებით, ესპანურმა გამოცემა Marca-მ მისივე დაწესებული ჯილდო (MARCA Legend) გადასცა. 

პორტუგალიელი ერთადერთია, ვინც სერია ა, ლა ლიგა და პრემიერ ლიგა მოიგო. ამასთან, მისი ტიტულების რიცხვს 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპული სუპერ თასი, 3 პრემიერ ლიგა, 2 ლა ლიგა, სერია ა, ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა თასი მიეკუთვნება.

კრიშტიანუ 127 გატანილი გოლით, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მადრიდის რეალის მაისურით 451 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში 88 მოუგროვდა. 

ეს ჯილდო 1997 წელს დაარსდა და უამრავ ცნობილ პიროვნებას გადაეცა. მათ შორის არიან: მაიკლ ჯორდანი, პელე, ლიონელ მესი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მუჰამედ ალი, უსეინ ბოლტი, მაიკლ ფელპსი, მიხაელ შუმახერი, დიეგო მარადონა და სხვანი.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები