ევროტურნირები

 2018/08/11 02:03

ევროტურნირები
კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, მაგრამ იუვემ მაინც წააგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

იუვენტუსი - მანჩესტერი  1:2 

ტურინი. ალიანს სთედიუმი 

1:0  რონალდუ (65)  1:1 მატა (86)  1:2 ბონუჩი  (90 ს.კ) ) 

იუვენტუსი: შესნი, დე შილიო (83. ბარძალი), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, ხედირა (61. მატუიდი), პიანიჩი, ბეტანკური, კუადრადო (90. მანძუკიჩი), დიბალა, რონალდო. 

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ, პოგბა, მატიჩი, ერერა (79. მატა), ლინგაარდი (70. რეშფორდი), მარსიალი, სანჩესი (79. ფელაინი). 

გაფრთხილება:  მატიჩი (12) ალექს სანდრო (55)  დიბალა (75) ერერა (75) 

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა  და კრიშტიანუ რონადუმაც გახსნა თავისი გოლების სერია ჩემპიონთა ლიგის მიდინარე სეზონში. მაგრამ იუვეს ამან ვერ უშველა. განსაკუთრებულ ინტერესს ტურინში გამართული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც ტურინის იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა და  საკმაოდ მოულოდნელად ბოლო ხუთ წუთში წააგო შეხვედრა (1:2). პირდაპირ ვიტყვით, რომ შეხვედრამ გულშემატკივრების იმედები, განსაკუთრებით მატჩის პირველმა ნახევარმა, არ გაამართლა და მატჩმაც საკმაოდ მოსაწყენი ხასიათიც მიიღო.  ტურინელებს სამიდან სამი მოგება ჰქონდათ და დღევანდელ შეხვედრაში,  მათთვის არც ფრე იქნებოდა პრობლემა. შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრის ბიჭები მაინცდამაინც თავქუდმოგლეჯილები არ მიდიოდნენ წინ. მანჩესტერი კი, შეტევაში პრაქტიკულად ვერაფერს ჰქმნიდა.   პირველი სახიფათო მომენტი ხუან კუადრადოს ჰქონდა, რომელიც   საკმაოდ მახვილი კუთხიდან ურტყამდა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ დავიდ დე ხეა ადგილზეა. სამირ ხედირას დარტყმის შემდეგ კი, მანჩესტერი ძელმა იხსნა. 

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ იუვემ მაინც შეძლო გატანა. ლეონარდო ბუნუჩის გრძელი პასი და კრიშტიანუ რონალდომ  უძლიერესი დარტყმით  დავიდ დე ხეა ადგილზე გააშეშა. 

დარჩენილ დროში იუვე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობა, კვლავ, ამ გუნდის სერიოზულ პრობლემად რჩება და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც. ხუან მატას იდეალურად შესრულებული ჯარიმა და შესნი უძლურია.  90-ე წუთზე კი, ლეონარდო ბონუჩიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

საბოლოოდ, 1:2 მანჩესტერის სასარგებლოდ და კრიშტიანუ რონალდუს გოლმა იუვეს ვერ უშველა. 

ახალი მთავარი მწვრთნელის სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ, მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგაზეც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სამეფო კლუბი ვიქტორია პლზენს ეწვია და 5:0 დაამარცხა მეტოქე. 

ჯერჯერობით, კვლავაც, არცთუ დამაჯერებლად ასპარეზობს მიუნხენის ბაიერნი, რომელმაც მართალია ათენის აეკი 2:0 დაამარცა, მაგრამ  მიუნხენელთა თამაშის ხარისხი, ჯერჯერობით, სრულად მაინც არ ტოვებს კმაყოფილების განცდას. 

 

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს გამართულ შეხვედრებში ასეთი შედეგები დაფიქსირდა

ბაიერნი -აეკი 2:0 

გოლი: 1:0  ლევანდოვსკი (31პ) ლევანდოვსკი (71) 

ბენფიკა - აიაქსი 1:1

გოლი: ჟონასი (29)  ტადიჩი (61) 

ლიონი - ჰოფენჰაიმი 2:1 

გოლი:   1:0 ფეკირი (19)  2:0  ნდომბელე (28) 2:1 კრამარიჩი (65) 2:2  კადერაბეკი (90) 

სიტი - შახტარი 6:0 

გოლი: 1:0  სილვა (13) 2:0  გაბრიელ ჟესუსი (24 პ) 3:0 სტერლინგი (49)  4:0 გაბრიელ  ჟესუსი (72 პ) 5:0  მაჰრეზი (84) 6:0  გაბრიელ ჟესუსი (90) 

პლზენი -რეალი 0:5

გოლი:  0:1 ბენზემა (21) 0:2 კაზემირო (23) 0:3 ბენზემა (37) 0:4 ბეილი (40) 0:5 კროოსი (67) 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები