იტალია

 2019/03/08 04:24

იტალია
კრიშტიანუ რონალდუმ დიბალას რჩევა მისცა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მანჩესტერ იუნაიტედი პაულო დიბალას შესაძენად მუშაობს და გარიგებაში რომელუ ლუკაკუს ჩართვასაც აპირებს. შესაძლო ტრანსფერის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ არგენტინელ თანაგუნდელს რჩევა მისცა.

პორტუგალიელმა დიბალას მანჩესტერში გადასვლა ურჩია და უთხრა, რომ ინგლისში თამაშით მსოფლიო დონის ფეხბურთელი დადგება. მაგალითად კი, თავად რონალდუს გამოცდილების მოყვანაც შეიძლება. კრიშტიანუ მსოფლიომ სწორედ იუნაიტედში თამაშისას გაიცნო.

დიბალას ორი გზა აქვს, ან დარჩეს კლუბში და მაურისიო სარის თავი მოაწონოს, ანდაც ოლე გუნარ სოლსკიაერის იუნაიტედში გადაბარგდეს. არგენტინელი ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა, ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მცირე დრო რჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები