ევროტურნირები

 2018/08/11 19:15

ევროტურნირები
კრიშტიანუ რონალდუ: მანჩესტერ იუნაიტედს ამ მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია
ავტორი
გოგა წურწუმია

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მანჩესტერთან მარცხის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 33 წლის პორტუგალიელმა „ბიანკონერის“ საჩემპიონთალიგო შანსები შეაფასა. 

– ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც მოდუნების უფლება არ გაქვს მაშინაც კი, როდესაც ანგარიშში წინ ხარ. მანჩესტერ იუნაიტედს ამ მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია. ამას გამართლებასაც ვერ დაარქმევ. ჩვენ თავად გავუკეთეთ მეტოქეს საჩუქარი. გვჯერა, რომ ფინალში აუცილებლად გავალთ.   განაცხადა მან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები