გერმანია

 2019/19/08 14:24

გერმანია
კოუტინიო ბაიერნში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ოფიციალურად, ფილიპე კოუტინიო მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბაიერნში 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კარგი თამაშის შემთხვევაში, გერმანელებს მისი 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლებათ.

ბარსელონას ფილიპე კოუტინიოსთვის ერთგულების გამო, საჯაროდ მადლობის თქმა სურს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ, – წერია ესპანური გუნდის განცხადებაში.

ლივერპულიდან ტრანსფერის შემდეგ, ბრაზილიელმა ბარსელონას მაისური 75-ჯერ მოირგო და 21 გოლთან ერთად, 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა. კოუტინიო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც აქამდე არიენ რობენს ეკუთვნოდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები