ეროვნული ლიგა

 2018/09/05 01:04

ეროვნული ლიგა
კოლხეთს ახალი დირექტორი ჰყავს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

საფეხბურთო კლუბ ფოთის კოლხეთს ახალი დირექტორი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვისპირელთა წარმომადგენლებმა აღნიშნულ პოზიციაზე დავით ბუკია წარადგინეს. აქვე გეტყვით, რომ ამ უკანასკნელმა თემურ ბარქაია შეცვალა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კლუბში. 

როგორც ირკვევა, ბუკია ფოთელია და გუნდის დირექტორობამდე, ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. 

შეგახსენებთ, კოლხეთი ეროვნულ ლიგაში ასპარეზობს და 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. მეგრელებმა ბოლო 2 შეხვედრა  ტორპედოსთან და ჩიხურასთან ფრედ დაასრულეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები