სხვადასხვა

 2018/28/04 21:43

სხვადასხვა
ყოჩები დიდი 10-ის საგზურის მოსაპოვებლად არმიას დაუპირისპირდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასასრულს მიუახლოვდა პირველი ლიგა. წინ ფინალური შეხვედრებია. ავჭალაში ყოჩები არმიას მიიღებს. შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. მასპინძლებს დიდ 10-ში გადასვლა სურთ, ხოლო სტუმრებს ადგილის შენარჩუნება.

ყოჩები პირველი ლიგის მეორე ადგილზე გავიდნენ. მათ 11 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, 2 კი წააგეს. პირველადგილოსან ვეფხვებს კი ბონუს ქულებით ჩამორჩნენ. არმია დიდი 10-ის მე-9 პოზიციაზე გავიდა. მათ 3 მოგება და 15 მარცხი ჰქონდათ.

განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები