სუმო

 2018/09/11 15:03

სუმო
კიუშუ ბაშოს მთავარი ფავორიტები გამოაკლდნენ. ტოჩინოშინის შანსები იზრდება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

წლის  დასკვნითი სუპერ ტურნირის კიუშუ ბაშოს დაწყებამდე  2 დღე რჩება.   ტრადიციულად, ბაშოს დაწყებამდე ორი დღით ადრე, იაპონური სუმოს ასოციაციამ  ტურნირის სასტარტო ორი დღის  ორთაბრძოლათა განრიგი გამოაქვეყნა.   ტოჩინოშინი ასპარეზობას მონღოლ ტამავაშისთან ჯახით ოწყებს,  რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მე-2 მაეგაშირად იქნება განთესილი.  ტოჩინოშინი მონღოლს სულ 25-ჯერ არის შეხვედრილი და აქედან 16  ორთაბრძოლა ქართველის გამარჯვებით დასრულდა. 

ქართველმა გოლიათმა  წინა ბაშო ტრავმით ჩაატარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა ოძეკის ტიტულის შენარჩუნება. კიუშუ ბაშოსთვის კი, მან სრულად მოახერხა ძალების აღდგენა და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ქართველი ოძეკის შანსებს ზრდის ისიც, რომ ფუკიოკაში მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ვერ იასპარეზებენ. ასევე, საეჭვოა ბრაზილიელი ოძეკი კაისეის გამოსვლაც. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები