ლეგიონერები

 2019/13/05 20:14

ლეგიონერები
კიტეიშვილმა აუსტრიას გაუტანა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში შტურმმა ვენის აუსტრია მიიღო და 1:3 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან, ერთადერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

ჩვენებურმა შტურმი 29-ე წუთზე დააწინაურა. საჯარიმოში ბურთი კარგად მიიღო და რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში მყოფმა ცრუმოძრაობების შემდეგ, მეკარეს აუღებელი დაურტყა.

შტურმს 24 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები