ფიგურული სრიალი

 2019/11/03 10:10

ფიგურული სრიალი
ყინულზე შესრულებული აჭარული. შთამბეჭდავი სანახაობა (VIDEO)
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ფიგურულ მოციგურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, იუნიორთა შორის, ქართული წყვილი – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, საჩვენებელ გამოსვლაზე აჭარული ცეკვით წარსდგნენ. 

ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტებით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით, წყვილმა შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ ქართველ გულშემატკივრებს, – ნათქვამია ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები