NBA

 2018/02/11 14:20

NBA
კინგსმა ატლანტას „ქორივით ჩოუარა“, სელტიკსმა ბაქსს პირველი მარცხი აგემა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. საკრამენტო კინგსი ატლანტა ჰოუქსს ესტუმრა და 146 ქულა ჩაუგდო. სელტიკსმა კი, ბაქსის წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ატლანტა ჰოუქსმა საკრამენტო კინგსს უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და უხვქულიანი გამოდგა. მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს, რომელიც 64:69 წააგეს. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა. კინგსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და 46:23 მოიგო. იმის მიუხედავად, რომ თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, სტუმრებმა დასკვნითი თორმეტწუთეულიც მოიგეს და საბოლოოდ, ანგარიში მათ სასარგებლოდ დაფიქსირდა – 146:115. სტუმართა მხრიდან, დე'აარონ ფოქსმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა, 15 პასი. 

გათამაშებაში წაუგებელი გუნდი აღარ არის. ეს კარგი სვლა სელტიკსმა ბაქსს დაუსრულა. მოგეხსენებათ, აქამდე, დეტროიტ პისტონსიც წაუგებელი გუნდი გახლდათ და მათი სერიაც სელტიკსმა შეწყვიტა. მილუოკელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმი 53:55 წააგეს. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, სადაც სელტიკსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და 15 ქულით დაწინაურდა – 93:78. ბაქსი, ამის მიუხედავად, თამაშში მაინც დაბრუნდა და ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო წუთებში მოწოდების სიმაღლეზე მასპინძლები იყვნენ და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს – 117:113.

დანარჩენი შეხვედრების შედეგები შემდეგნაირია:

შარლოტ ჰორნეთსი - ოკლაჰომა სითი თანდერი 107:111;

კლივლენდ კავალიერსი - დენვერ ნაგეთსი 91:110;

ფილადელფია სევენთი სიქსერსი - ლოს ანჯელეს კლიპერსი 122:113;

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი - ნიუ ორლეან პელიკანსი 132:119.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები