ესპანეთი

 2019/11/01 13:55

ესპანეთი
ხვეწნამ არ გაამართლა
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

El Mundo-ს ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა ნეიმარ ჟუნიორის დაბრუნებას არ გეგმავს. როგორც ირკვევა, „ბლაუგრანას“  ხელმძღვანელებს ბრაზილიელი შემტევი ხშირად ურეკავს და დაბრუნებას სთხოვს. 

წყაროს ცნობით, 2017 წლის შემდეგ, სამხრეთამერიკელმა „კამპ ნოუს“ წარმომადგენლებს 5-ჯერ შეეხმიანა. ნეიმარის მამამ ესპანურ გრანდთან ცალკე დაიწყო მოლაპარაკებები. მან განაცხადა, რომ მისი შვილი შეცდა და ამას თვითონაც აღიარებს. 

ცნობილია, რომ ბარსელონაში ამ ეტაპზე ნეიმარის დაბრუნების საკითხი დიდად არ ანაღვლებთ. შეგახსენებთ, ის პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები