კრივი

 2019/27/03 18:01

კრივი
ხვალ ვერის ბაღში პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ხვალ, 16:00 საათზე, ვერის ბაღში არსებულ მოკრივეთა დარბაზში Boxing group პრომოუშენის ორგანიზებით, პროფესიული კრივის სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართება. 

სულ ათი ორთაბრძოლა შედგება. განსაკუთრებულ ინტერესს ქართველი ლაშა გურგულიანისა და უკრაინელი რომან ზინჩენკოს დაპირისპირება იწვევს. ლაშა უკვე 3 წელია, რაც პროფესიონალი მოკრივეა და ამ ხნის განმავლობაში, 17 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ასევე, დიდი ინტერესია გიორგი გოგატიშვილის და ვიქტორ ზემლიანის ბრძოლის მიმართ. 

ღონისძიებას სპორტის ლეგენდები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები