ნაკრებები

 2018/23/05 06:31

ნაკრებები
ხორვატიის ეროვნული ნაკრების 24-კაციანი განაცხადი. უგოლო კალინიჩი ვერდიქტის მოლოდინში
ავტორი
გოგა წურწუმია

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ზლატკი დალიჩმა 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს. აღსანიშნავია, რომ ბალკანეთელმა მწვრთნელმა გასულ კვირას 32 ფეხბურთელი შეკრიბა, რომელთაგან 8 მალევე გაუშვა და მუნდიალამდე კიდევ ერთის გამოკლება მოუწევს.

მეკარეებიდანიელ შუბაშიჩი (მონაკო), ლოვრე კალინიჩი (გენტი), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო).

მცველებივედრან ჩორლუკა (ლოკომოტივი), დომაგოი ვიდა (ბეშიქთაში), ივან სტრინიჩი (სამპდორია), დეიან ლოვრენი (ლივერპული), შიმე ვრსალიკო (ატლეტიკო), იოსიპ პივარიჩი (დინამო, უკრაინა), ტინ იედვაი (ლევერკუზენი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), დუე ჩალეტა-ცერი (ზალცბურგი).

ნახევარმცველებილუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (რეალი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარსელო ბროჟოვიჩი (ინტერი), ფილიპ ბრადარიჩი (რიეკა).

თავდამსხმელებიმარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ივან პერიშიჩი (ინტერი), ნიკოლა კალინიჩი (მილანი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), მარკო პიაცა (შალკე), ანტე რებიჩი (აინტრახტი).

აღსანიშნავია, რომ, შესაძლოა, რუსეთში კალინიჩი ვერ წავიდეს, რადგან ამ უკანასკნელს იტალიაში საშინელი სეზონი ჰქონდა. 2017-2018 წლებში ნიკოლამ მილანის მაისური 31-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა. გეტყვით, რომ თასის ფინალში, რომელშიც „როსონერი“ იუვენტუსს ხვდებოდა ავტოგოლი გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები