თავისუფალი

 2019/26/06 19:29

თავისუფალი
ხინჩეგაშვილმა რუსი მსოფლიო ჩემპიონი მარტივად დაამარცხა და ფინალში გავიდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, -65 კგ წონით კატეგორიაში, ნახევარფინალში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს მსოფლიო ჩემპიონს, ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა.

ჩვენებურმა პირველი პერიოდი 0:1 წააგო, თუმცა, მეორეში მეტოქე არ დაინდო, 8 ქულა აუღო და ჯამში, 8:2 დაამარცხა.

ფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი იქნება. შეხვედრა 27 ივნისს, 19:50 საათზეა ჩანიშნული.

აქვე გეტყვით, რომ -97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძის გამომგდებმა, ნურმაგომედ გაჯიევმა, ნახევარფინალში მურაზ მჭედლიძე დაამარცხა. შესაბამისად, ჩვენებური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები