თავისუფალი

 2019/26/06 14:43

თავისუფალი
ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია და რუს მეტოქეს დაუპირისპირდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, -65 კგ წონით კატეგორიაში, 1/4 ფინალში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოლდოველ ანდრეი პერპელიცას დაუპირისპირდა.

ჩვენებურმა აქტიურად დაიწყო, რის გამოც, მეტოქეს შენიშვნა მისცეს. მოლდოველმა 30 წამში ვერაფერი ქნა და ქულა ვლადიმერს ჩაეწერა. ამის მიუხედავად, პერპელიცამ ჩვენებური ხალიჩდან გაიყვანა და ანგარიში გაათანაბრა. ამას ხინჩეგაშვილი არ შეეგუა და გდებით ორი ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, 4:1 იმარჯვა და ნახევარფინალში ძალიან ძლიერ რუს მეტოქეს, ახმედ ჩაკაევს შეხვდება.

ნახევარფინალური დაპირისპირება 19:00 საათზეა ჩანიშნული.

1/4 ფინალში ელიზბარ ოდიკაძე აზერბაიჯანელ ნურმაგომედ გაჯიევთან 3:7 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. აზერბაიჯანელის გამარჯვების შემთხვევაში, ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები