ხელბურთი

 2019/12/01 21:09

ხელბურთი
ხელბურთელთა ნაკრებმა აზერბაიჯანიც დაამარცხა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მალტაში მიმდინარე სახელბურთო ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, ჩვენი ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 30:25 დაამარცხა.

მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მოგება მაინც არ გაგვიჭირდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 16:15 მოიგო და ლიდერობა აღარ დაუთმია. საბოლოოდ, მათ 30:25 იმარჯვეს და პირველი ადგილი განიმტკიცეს.

ჩვენი ნაკრების მხრიდან 6-6 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ და რევაზ ჭანტურიამ გაიტანეს. 5 გოლი ლექსო წითელიშვილის ანგარიშზეა.

დასკვნით შეხვედრას ჩვენი ხელბურთელები კვიპროსის ეროვნულ გუნდთან გამართავენ. მატჩი 13 იანვარს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები