ხელბურთი

 2018/08/05 16:35

ხელბურთი
ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპისთვის ემზადება
ავტორი
ირაკლი გოგავა

დღეს ბაქოში ორი ქართული გუნდი გაემგზავრა  ახალგაზრდული ნაკრები და საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებიისინი 9-11 მაისს პრეზიდენტ ეიდარ ალიევის თასზე ითამაშებენ, სადაც მეტოქეობას ორ აზერბაიჯანულ კლუბს გაუწევენ.

ახალგაზრდული ნაკრები, გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 20-29 აგვისტოს ჩერნოგორიაში გაიმართება. ბაქოში 14 ხელბურთელია, რომლებიც 6 სხვადასხვა კლუბს წარმოადგენენ. 4-6 აპრილს, თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სწორედ ამ გუნდის ბირთვი წარმოადგენდა საქართველოს მეორე ნაკრებსაზერბაიჯანში კი, მნიშვნელოვანი ოფიციალური ტურნირის წინ, კიდევ ერთ საშეჯიბრო პრაქტიკას მიიღებს.

თბილისის ტურნირთან შედარებით, 1998 წელს დაბადებულთა შემადგენლობას ტრავმირებული გოგავა აკლია, ეროვნული ნაკრებიდან ემატება რუსტამოვი, ხოლო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზეშესაძლოა, ჭაბუკთა ნაკრებიდან რამდენიმე ასაკით უმცროსი ხელბურთელი დაემატოს. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, მერაბ მეტრეველი, ავადმოყოფობის გამო, ბაქოში ვერ მიემგზავრება. შესაბამისად, ალიევის თასზე გიორგი გვაზავასთან ერთად, გიორგი ხელისუფალი იმუშავებს.

რაც შეეხება თვრამეტწლამდელებს (2000 წელს დაბადებულთა გუნდს). მათ ევროპის ჩემპიონატი 10-19 აგვისტოს, თელავში აქვთ. ამ გუნდს ტიტე კალანდაძე ხელმძღვანელობს. ახლახან, მწვრთნელებს დაემატა ეროვნული ნაკრების ვეტერანი, სერგო დათუკაშვილი.

აზერბაიჯანში გუნდი ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (სტუ-ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი თელავი);

მოთამაშეები: ხაზეინ რუსტამოვი, გიორგი მერკვილაძე (ორივე ქუთაისი), გიორგი დოლმაზაშვილი, გიორგი ყორიაული, ზეზვა იობაშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, გიორგი მიქავა, ლევან კორსანტია (ყველა იმედი თელავი), გიგა ზარნაძე (პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (ბათუმი), გიორგი ტიელიძე, დავით ნიაზაშვილი (ორივე გორი);

როგორც მოგახსენეთ, ევროპის ჩემპიონატი ივლისში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბ ჯგუფ სლოვაკეთთან, თურქეთთან, ლატვიასა და მასპინძელ ჩერნოგორიასთან მოხვდა.

კალენდარი ასეთია: 20 ივლისი: მონტენეგრო-საქართველო; 21 ივლისი: საქართველო-სლოვაკეთი; 23 ივლისი: ლატვია-საქართველო; 24 ივლისი: თურქეთი-საქართველო; 28 ივლისი: ნახევარფინალი. 29 ივლისი: ფინალი



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები