ესპანეთი

 2019/15/05 22:30

ესპანეთი
ხავიერ ტებასი: მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

სამშაბათს ლა ლიგა დაარსებიდან 90-ე წელს აღნიშნავდა, სადაც უამრავი ცნობილი პიროვნება შეიკრიბა და დაჯილდოების ცერემონიაც შედგა.

ერთ-ერთი პრიზი ლიონელ მესისაც ერგო, თუმცა, თავად ცერემონიას არ ესწრებოდა. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, არგენტინელზე ისაუბრა:

– გასულ დღეებში მომხდარმა ამბებმა მასზე იმოქმედა. არა მგონია, ბარსელონა დატოვოს. ის ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა და დაფასებას იმსახურებს. მისი მსგავსი ვერავინ იქნება.

ესპანეთში უმთავრესი სალაპარაკო თემა ანტუან გრიზმანია, ვინც განაცხადა, რომ ატლეტიკოში დარჩენას არ აპირებს. „როხიბლანკოს“ ყოფილი მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის აზრით კი, გრიზმანი ბარსელონაში არ გადავა.

– ბარსელონას თამაშის სტილიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ, კლუბს როგორ უნდა შეეწყოს. 

ღონისძიებას რეალის სახელით, ემილიო ბუტრაგენიო და რაულ გონსალესიც დაესწრნენ.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები