ლეგიონერები

 2019/06/07 21:45

ლეგიონერები
ხარაიშვილის საგოლე გადაცემა, გიოტებორგმა შინ იმარჯვა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შვედეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში, გიოტებორგმა სუნდსვალი მიიღო და 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

გიოტებორგი 25-ე წუთზე ერიკსონის გოლით დაწინაურდა, ხოლო ჩვენებურმა კალისირს 44-ე წუთზე გაატანინა. ხარაიშვილს გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 

ქართველი ნახევარცმველის გუნდი, 25 ქულით, მე-4 პოზიციას იკავებს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები