ლეგიონერები

 2019/16/09 10:36

ლეგიონერები
ხარაიშვილის დუბლმა გიოტებორგი განადგურებისგან ვერ იხსნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შვედეთის უმაღლესი ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი ჰამარბის ესტუმრა და 2:6 განადგურდა.

გუნდებს თანაბარი (41-41) ქულა ჰქონდათ, ამ შეხვედრას კი – ორივესთვის დიდი მნიშვნელობა. მასპინძლებმა საუცხოოდ დაიწყეს და 13 წუთში 3:0-ს იგებდნენ. ქართველმა ფეხბურთელმა მე-18 წუთზე სხვაობა შეამცირა. მანვე 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და მასპინძლებმა 6:2 იმარჯვეს. ჩვენებურმა სრულად ითამაშა და მე-60 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

შვედეთის ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილს 22 მატჩში 7 გოლი მოუგროვდა, ხოლო ზედიზედ, უკვე მესამე შეხვედრაში გაიტანა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები