ესპანეთი

 2019/05/08 12:49

ესპანეთი
ხამესს მსურველი საფრანგეთიდანაც გამოუჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ხამეს როდრიგესის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მისი გადაბირების მსურველთა სია უფრო გაიზარდა. ატლეტიკოსა და ნაპოლის შემდეგ, მისი შეძენით ფრანგული კლუბი დაინტერესდა. 

Corriere dello Sport-ის ცნობით, ფრანგული კლუბის სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას, კოლუმბიის ნაკრების კაპიტნის დამატება სურს, ვისი მომავალიც გაურკვეველია.

თავდაპირველად, მადრიდელები ხამესის გაყიდვას გეგმავდნენ, მაგრამ მარკო ასენსიოს მძიმე ტრავმის გამო, კლუბში მისი დარჩენა სურთ. ამის მიუხედავად, თუ მარსელი და ფეხბურთელის აგენტი შეთანხმებას მიაღწევენ, რეალი ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. 

ამჟამად, კოლუმბიელის ფასი 40 მილიონ ევრომდე მერყეობს და იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტის ვადა 2 წელში ეწურება, მადრიდელები მის გაყიდვას, ანდაც განათხოვრების წესით გაშვებას არ მოერიდებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები