ლეგიონერები

 2019/13/05 19:59

ლეგიონერები
ყაზაიშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

MLS-ის მე-11 ტურში ქართველი ლეგიონერების სან ხოსე ერსქვიკსი ნიუ ინგლენდ რევოლუშენს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოზე იყვნენ. ეს უკანასკნელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, რა დროსაც, მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ.

ქართველმა ნახევარმცველმა თავი 88-ე წუთზე ჰუსენის პასით გამოიჩინა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:3. მიმდინარე სეზონში ეს მისთვის სადებიუტო გოლი გახლდათ.

სან ხოსე 11 ქულით, მე-9 პოზიციაზეა და მორიგ ტურში ბასტიან შვაინშტაიგერის ჩიკაგო ფაიერს მიიღებს. 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები