მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/11/06 12:11

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
კავანი: ვამაყობ, რომ ურუგვაელი ვარ
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ურუგვაის  ნაკრების ფეხბურთელმა, ედისონ კავანიმ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდის მიზანი, 3 მილიონზე მეტი გულშემატკივრის ოცნების ახდენაა. 

– მოვიდა რუსეთში გამგზავრების დღე. ჩვენი მიზანი, ურუგვაელი გულშემატკივრების გახარებაა. გვჯერა, რომ ბევრის გაკეთება შეგვიძლია. 3 მილიონზე მეტი გულშემატკივარი გვეხმარება წარმატების მიღწევაში. ვამაყობ, რომ ურუგვაელი ვარ, –  განაცხადა კავანიმ. 

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის 14 ივნისს იწყება და ერთ თვეს გაგრძელდება. ურუგვაის მეტოქე A-ჯგუფში – რუსეთი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე იქნებიან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები