სხვადასხვა

 2019/29/08 17:49

სხვადასხვა
კასილასის საინტერესო კითხვა გულშემატკივრებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უკანასკნელ დღეებში იკერ კასილასი სოციალურ ქსელში გააქტიურდა. ერთ-ერთ წერილში კი, მადრიდელ გულშემატკივრებს საინტერესო კითხვა დაუსვა.

ესპანელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ნეიმარისა და პოლ პოგბას დამატებას უშედეგოდ ცდილობენ, ხოლო კასილასმა მათ სიას კრიშტიანუ რონალდუც დაუმატა. 

„ბლანკოსის“ ყოფილმა კარის დარაჯმა მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს ჰკითხა, ამ სამიდან რომელი ფეხბურთელის ხილვას ისურვებდნენ საყვარელ გუნდში. პასუხი 285 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა გასცა და როგორც მოსალოდნელი იყო, ხმათა უდიდესი ნაწილი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მიიღო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები