სხვადასხვა

 2019/15/03 00:03

სხვადასხვა
კასილასი პორტუში კიდევ ერთი წლით დარჩება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

იკერ კასილასის კონტრაქტში გაწერილი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ესპანელი პორტუგალიაში ავტომატურად, კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

აღნიშნული პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იკერი წელს 30 შეხვედრას ჩაატარებდა, მისი კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდებოდა. ამჟამად, 37 წლის მეკარეს 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ამ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. მათი თქმით, ფეხბურთელი თანახმაა, რომ პორტუგალიაში მეხუთე სეზონიც გაატაროს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები