ესპანეთი

 2019/18/08 13:49

ესპანეთი
კასემირო: მას გუნდში ყველა პატივს სცემს!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის პირველ ტურში, მადრიდის რეალი სელტას დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა გარეთ ბეილმაც მიიღო, რომელსაც მატჩის შემდეგ, დადებითი შეფასება დაუწერეს. უელსელის თამაშით „ბლანკოსის“ მწვრთნელი, ზინედინ ზიდანიც კმაყოფილი იყო.

გარეთის კარგი ასპარეზობით გაოცებულმა კასემირომ კი, მედიასთან კომენტარი გააკეთა:

– ბეილმა რეალს ბევრი ტიტული მოუტანა. გუნდში ყველა პატივს სცემს. ის იმსახურებს თამაშს. გარეთი დიდებული ფეხბურთელია აღნიშნა ბტაზილიელმა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები