სხვადასხვა

 2019/18/08 15:11

სხვადასხვა
კარლოს ველამ MLS-ის რეკორდი დაამყარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კარლოს ველამ MLS-ის რეკორდი დაამყარა. ლოს ანჯელესის შემტევმა მიმდინარე სეზონში უკვე 24 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

აქამდე გოლი პლუს პასის რეკორდი სებასტიან ჯოვინკოს ეკუთვნოდა, ვინც 2015 წელს 22 გოლი და 16 ასისტი მოაგროვა. მიმდინარე სეზონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 9 ტური რჩება. შესაბამისად, მექსიკელს შედეგის გაუმჯობესებაც შეუძლია. 

 ლოს ანჯელესი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს და მდევარ მინესოტა იუნაიტედს 16 ქულით უსწრებს. ამ შედეგით ველას გუნდმა ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები