ევროთასები

 2018/12/05 01:37

ევროთასები
კარდიფი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

კარდიფი ევროპული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია. უელსელებმა ბილბაოს სან მამეს სტადიონზე,  საოცრად დრამატულ ბრძოლაში, გლოსთერი ბოლო წამებზე 31-30 დაამარცხეს.

პირველი ნახევარი გლოსთერის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით – 20-6 დასრულდა. თუმცა, მეორე ნახევარი უელსელებმა უკეთ ჩაატარეს. მათგან ლელოები ტომოს უილიამსმა, გარინ სმიტმა და  ბლეინ სქალიმ გაიტანეს. ასევე, საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა კარდიფელთა ძირითადმა დამრტყმელმა, ჯეროდ ევანსმა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, კარდიფი 23-30-ს აგებდა. თუმცა, ბოლო წუთებში უელსელებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნეს, მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და შთამბეჭდავი „ქამბექიც“ შემოგვთავაზეს.

78-ე წუთზე ბლეინ სქალიმ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. მართალია, გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ბოლოს, კარდიფელთა მწვავე შეტევა გლოსთერის მოთამაშეებმა ჯარიმით შეაჩერეს. საჯარიმო დარტყმა ჯეროდ ევანსმა ზუსტად შეასრულა და  მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბოლოოდ, 31-30 და კარდიფი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები