ასაკობრივი ნაკრები

 2019/12/06 21:36

ასაკობრივი ნაკრები
კახა ალანია: კარგია, რომ ნაკრებში უკანახაზელების ლელოები მომრავლდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია 17:12 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის თამაში Sport24-თან საქართველოს 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა და 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, მიშიკო ალანიას მამამ, კახა ალანიამ შეაფასა. 

– უპირველეს ყოვლისა, ბიჭებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას. საოცარი ქამბექი დაიდო. ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს დღევანდელ მატჩში წარმატების მისაღწევად. იყო შეცდომები, რომლებმაც ხელი შეგვიშალა და რომ არა ისინი, უფრო მარტივად მოგებაც შეიძლებოდა. 

მიშიკოს თამაშით კმაყოფილი ვარ. თავს არ ზოგავს და ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებს გუნდში. ბოჭვები, უბურთოდ მოძრაობა, თანაგუნდელების დაზღვევა და ა.შ. 

ძალიან კარგია, რომ ნაკრებში უკანახაზელების ლელოები მომრავლდა. თედოს ლელო მთლიანად უკანახაზელებმა შექმნეს და საკმაოდ ლამაზიც გამოვიდა. ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინაა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები