სხვადასხვა

 2019/17/07 18:15

სხვადასხვა
კახა ჩხეტიანი: იმედია, გულშემატკივარი კვლავ გვერდით დაგვიდგება
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, რომელშიც ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასის დაუპირისპირდება, ქუთაისელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

 – გავაანალიზეთ წინა მატჩი. ვფიქრობ, რომ არა სერიოზული შეცდომები, შეიძლებოდა ყაზახეთიდან სასურველი შედეგის წამოღება. გრიგოლ დოლიძემ უკვე განაახლა გუნდთან ერთად ვარჯიში. 90 წუთის სათამაშოდ ის მზად არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით,  ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას მიიღებს. 

რამდენიმე ახალწვეულს ასეთ მატჩებში თამაშის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ისინი ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის. 

ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, დაგვიდგნენ გვერდით. ყველა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მათი დამსახურებაა და  იმედია, ეს ხალხი ახლაც ჩვენს გვერდით იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები