ევროტურნირები

 2018/03/04 20:59

ევროტურნირები
რეალმა ტურინში დამაჯერებლად მოიგო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის  პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურინის  იუვენტუსმა მადრიდის რეალს უმასპინძლა  და ძალიან დამაჯერებლად 0-3 დაამარცხა. ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა. ისკოს ზუსტი პასის  შემდეგ, კრიშტანუ რონალდომ მიიღო საჯარიმოში ბურთი და ერთი შეხებით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს.  ეს კრიშტიანუ რონალდოს მე-13 გოლია მიმდინარე ჩემპიონთა  ლიგაზე.  იუვე დიბალასა და იგუაინის მეშვეობით ცდილობდა სწრაფი შეტევების ორგანიზებას.  გონსალო იგუაის რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავური დარტყმა კეილორ ნავასმა მოიგერია. გაშვებული გოლის შემდეგ, იუვემ ტემპს მოუმატა და სათამაშო ინიციატივაც მოიპოვა, მადრიდელები  კი პრაგმატულ ფეხბურთზე გადავიდნენ და ზედმეტი გარისკვის გარეშე თამაშობდნენ. ტონი კროოს  შორეული დარტყმით ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, თუმცა ტურინელები ძელმა იხსნა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებში ტურინელები შეხვედრის მთავარი არბიტრისგან, ჯუნეტ ჩაკირისგან,  11 მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ. იგუაინის დარტყმის შემდეგ, კაზემიროს  საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა ხელით თამაში არ დააფიქსირა.

მეორე ნახევარიც „სკუადრა აძურას“   აქტიურობით დაიწყო, თუმცა მათ შეტევების ორგანიზება უჭირდათ.  69-ე წუთზე კი,  კრიშტიანუს მორიგი შედევრი ვიხილეთ. დანი კარვახალის პასის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ე.წ. „მაკრატელა“ გაუტანა ჯიჯის.  გაშვებული გოლის შემდეგ იუვე, სრულიად დემორალიზირებული იყო, რასაც პაულო დიბალას გაძევება მოჰყვა.  მადრილელთაგან მარსელომ შეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ასე რომ, განმეორებითი მატჩი, რომელიც ერთი კვირის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, მხოლოდ, ფორმალურ ხასიათს ატარებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები