ესპანეთი

 2019/04/08 12:41

ესპანეთი
ჯუნიორ ფირპოს მესისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ბარსელონა რეალ ბეტისის მარცხენა მცველის, ჯუნიორ ფირპოს გაფორმებასთან ახლოს არის.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას. წყაროს მტკიცებით, კატალონიელებს 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

ფირპო „ბლაუგრანასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. უცხოელმა კოლეგებმა აღნიშნული ტრანსფერის რეალურობაში დარწმუნების შემდეგ, ფირპოს წარსულს გადახედეს და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს მიაგნეს:

– იმედია, ეს ნეხვი მესი ტრავმას მიიღებს და მოკვდება და შეწყვეტს გოლების გატანას, აჰაჰაჰაჰა  დაწერა ფირპომ 15 წლის ასაკში.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები