ჩოგბურთი

 2018/14/10 16:20

ჩოგბურთი
ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსი მოიგო და ფედერერი ჩამოიტოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩინეთში შანხაის მასტერსი დასრულდა. ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ბორნა ჩორიჩს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, ორ სეტში (6:3, 6:4) დაამარცხა. 

ნოლემ ორივე სეტში თითო ბრეიქი იკმარა და მორიგი ტიტულიც მოიპოვა. ეს მისთვის მეოთხე მოგებული შანხაის მასტერსი გახლდათ.

თამაშის შემდეგ, ჯოკოვიჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

რაც ექვსი თვის წინ ვიყავი და რაც ახლა ვარ, ძალიან განსხვავებულია.

მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

ნოლე მსოფლიოს რეიტინგის მესამე ჩოგანი გახლდათ, თუმცა, შანხაის მასტერსის მოგების შემდეგ, მას 1000 სარეიტინგო ქულა დაემატა და ადგილი როჯერ ფედერერს გაუცვალა. ლიდერ რაფაელ ნადალს კი, 215 ქულით ჩამორჩება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები