ჩოგბურთი

 2019/08/06 22:06

ჩოგბურთი
ჯოკოვიჩი ქოლგაზე...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, დომინიკ ტიმთან წაგებაზე ისაუბრა.

– აქ იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პირობები, რომელშიც ოდესმე მითამაშია. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რა თქმა უნდა, როდესაც ქარიშხალში თამაშობ, საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება ძალიან რთულია. გუშინ, ტურნირის ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ სანამ კორტის თავზე არაფერი დაფრინავს, ყველაფერი ნორმალურადაა. არ მეგონა, რომ ქოლგა, რომელმაც პირველ გეიმში თავზე გადამიფრინა, არ ითვლებოდა,  აღნიშნა მან.

საუბრის ბოლოს ჯოკოვიჩმა დასძინა თავს არ ვიმართლებ. დომინიკმა გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ტიმმა უძლიერესი მეტოქე 5 სეტში დაამარცხა (2:6, 6:3, 5:7, 7:5, 5:7).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები