დიდი 10

 2018/28/04 21:35

დიდი 10
ჯიქი - ბათუმი, ბრძოლა წინასწარი ფინალისთვის
ავტორი
სულხან არჯევანიძე

შარშანდელი დიდი ფინალისტები, ამჯერად, წინასწარ ფინალში მოსახვედრად იბრძოლებენ. ჯიქი ბათუმს დაუხვდება. შეხვედრა 29 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება და მას გორის სარაგბო მოედანი უმასპინძლებს.

გუნდებმა რეგულარული მესამე და მეოთხე ადგილით დაამთავრეს. ამასთან, მათ თანაბარი – 58-58 ქულა ჰქონდათ. ჯიქი მესამეზე გავიდა. მათ 11 მოგება ჰქონდათ, ხოლო ბათუმს – 12. მაგრამ გორელებმა მეტოქეს ბონუს-ქულებით აჯობეს.

ურთიერთშეხვედრებში გუნდებმა მოგებები გაცვალეს. პირველი წრე გორში გასამართი შეხვედრით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა (22:12) მოიგეს, ხოლო ბათუმში 12:15 დამარცხდნენ. 

მესამედფინალში ჯიქმა ხარები 36:27 დაამარცხა, ხოლო ბათუმმა ლელო სარასენსს 30:8 მოუგო.

შეხვედრაში გამარჯვებული, წინასწარ ფინალში, ლოკომოტივს შეხვდება, რომელიც აიასთან 15:20 დამარცხდა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები