ევროტურნირები

 2019/29/08 17:38

ევროტურნირები
ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ, გუნდები კალათებში გადაანაწილეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. 32 გუნდი 4 კალათშია და 8 ჯგუფში გადაანაწილებენ.

პირველ კალათში ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები, ასევე მაღალი კოეფიციენტების მქონე ჩემპიონატების გამარჯვებულები მოხვდნენ. საფლეიოფო ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები დარჩენილ სამ კალათში გადანაწილდა:

პირველი კალათა: ლივერპული, ჩელსი, ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენი, იუვენტუსი, ბაიერნი, ზენიტი, მანჩესტერ სიტი;

მეორე კალათა: მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო, დორტმუნდი, ნაპოლი, შახტარი, ტოტენჰემი, აიაქსი, ბენფიკა;

მესამე კალათა: ლიონი, ლევერკუზენი, ზალცბურგი, ოლიმპიაკოსი, ბრიუგე, ვალენსია, ინტერი, დინამო ზაგრები;

მეოთხე კალათა: მოსკოვის ლოკომოტივი, გენკი, გალათასარაი, ლაიფციგი, სლავია, ცრვენა ზვეზდა, ატალანტა, ლილი.

წილისყრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები